Accessibility links

ნატოს კავშირმა სასწრაფოდ უნდა გაგზავნოს


ნატოს კავშირმა სასწრაფოდ უნდა გაგზავნოს ავღანეთში დამატებითი ჯარები

ნატოს კავშირმა სასწრაფოდ უნდა გაგზავნოს ავღანეთში დამატებითი ჯარები
– წინააღმდეგ შემთხვევაში სექტემბრისთვის დანიშნული არჩევნები, შესაძლოა, ვერ გაიმართოს. ამ შინაარსის გაფრთხილება გამოთქვა დღეს ქაბულში გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ჟან არნომ: [ჟან არნოს ხმა]: "ბოლო სამი კვირის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ სიტუაცია არათუ არ გაუმჯობესებულა, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო არასტაბილური გახდა." ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნის საკითხს ნატოს ლიდერები სტამბოლის სამიტზე, 28-29 ივნისს განიხილავენ. დღეს სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ავღანელი ჯარისკაცი, რომელიც საარჩევნო სამზადისით დაკავებულ მოსამსახურეებს იცავდა.
XS
SM
MD
LG