Accessibility links

logo-print

მღელვარე წლის შემდეგ შეერთებული შტატები აღიარებს გაეროს ცენტრალურ როლს ერაყში


ერაყისათავის სუვერენიტეტის გადაცემის პროცესი, რომელიც 1 ივლისისთვის იგეგმება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს.

ერაყისათავის სუვერენიტეტის გადაცემის პროცესი, რომელიც 1 ივლისისთვის იგეგმება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს. გაეროს უშიშროების საბჭომ განსაზღვრა ეროვნული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ამ ორგანიზაციის მიერ ბალკანეთსა და ავღანეთში გატარებული ძალისხმევის მსგავსია. მოკლედ, ერთწლიანი ხელების გადაგრეხვის შემდეგ, მიმომხილველთა შეფასებით, ერაყში საქმიანობის გასაგრძელებლად, გაეროსთვის შემობრუნების მომენტი დადგა.

მთელი ერთი წლის განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო ერაყის აღორძინების საქმეში საკუთარ როლს "სასიცოცხლოს" უწოდებდა, თუმცა ეს ბუნდოვანი ფორმულირება არაფერს ამბობდა გაეროს პოლიტიკურ როლზე.

მაგრამ ერთი თვის წინ, ერაყის შესახებ მიღებული რეზოლუციით, გაერომ უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება იკისრა. კერძოდ, მომავალი თვიდან გაერო ერაყის მთავრობას საერთაშორისო კონფერენციის გამართვაში, არჩევნების ჩატარებაში, კონსტიტუციის პროექტის შემუშავებასა და რეკონსტრუქციისათვის საჭირო ფონდის კოორდინირებაში დაეხმარება.

როგორც ავღანეთში, უფრო ადრე კი კოსოვოსა და სომალიში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის საგანგებო წარგზავნილმა ჯეიმს დობინსმა რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლის გაზრდა, განაპირობა შეერთებული შტატების სურვილმა, პრობლემის ინტერნაციონალიზება მოეხდინა. დობინისის თქმით, 90-იანი წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქვეყნების მშენებლობაში გაეროს გაცილებით უფრო სერიოზული როლის შესრულება შეუძლია, ვიდრე ამერიკელ მაღალჩინოსნებს.

[ჯეიმს დობინსის ხმა] "ხელისუფლების გადაცემა ახალ ადმინისტრაციასთან ერთად ხდება. ჩვენ ბევრ ინსტიტუციურ მეხსიერებას ვკრაგავთ, რისთვისაც შესაბამისი საფასურის გადახდა გვიწევს. გაერთიანებული ერების ორგანზიაციას არ ექნება ეს პრობლემები, თუმცა მას სხვა სახის პრობლემები ექნებათ. საჭიროა შეგნებული ძალისხმევა, ამ ოპერაციის გაკვეთილების შესწავლა და გაანალიზება."

ვიდრე სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით ერაყში მკვეთრად გართულდებოდა, უშიშროების საბჭოს ზოგიერთი წევრი გაეროს როლის გაფართოების წინააღმდეგაც გამოდიოდა. მაგრამ გასული წლის ზაფხულში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბაღდადის ოფისზე ტერორისტული თავდასხმისა და ორგანიზაციის 19 თანამშრომლის დაღუპვის შემდეგ, ერაყის უსაფრთხოება გენერალური მდივნის, კოფი ანანის უმთავრესი ზრუნვის საგანი გახდა. და გენერალურმა მდივანმა, უხმაუროდ, კულუარული მუშაობით შეძლო ამ საკითხში უშიშროების საბჭოს წევრების მხარდაჭერის მოპოვება.

გაეროს სპეციალურმა წარგზავნილმა, ლახდარ ბრაჰიმიმ კი, რომელიც ვეებერთელა ავტორიტეტით სარგებლობდა ავღანეთის გარდამავალ ხელისუფლებაში, ერაყის ახალი გარდამავალი ხელისუფლების ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. როდესაც ივნისის დასაყისში ერაყში მთავრობის ახლად არჩეული შემადგენლობა გამოცხადდა, ბრაჰიმიმ მოუწოდა ერაყის მოქალაქეებს, ზოგიერთი ნაკლის მიუხედავად, მხარი დაეჭირათ პოლიტიკური პროცესისათვის.

[ლახდარ ბრაჰიმის ხმა] "მიუხედავად იმისა, რომ ამ მთავრობამ, შესაძლოა, ვერ გაამართლოს ყველა თქვენი სურვილი, ეს იყო ამ დროისათვის არსებული საუკეთესო გამოსავალი და, ვფიქრობ, ერაყელი ხალხი დაინახავს ამას."

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ერაყს შორის ურთიერთობის აღდგენის მიუხედავად, გაერო ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ არის იქ წარმოდგენილი, წლების განმავლობაში მოქმედი სანქციების გამო. როგორც ცნობილია, გაეროს პროგრამა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ", ჩაფიქრებული იყო სწორედ ქვეყნის უდიდესი ნაწილისათვის კვების პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ამავე პროგრამამ ნება დართო ერაყის ყოფილ დიქტატორ სადამ ჰუსეინს, გაეროს ლიმიტს ზემოთ ნავთობის არალეგალური გაყიდვით, მილიარდობით დოლარი ჩაედო ჯიბეში.

ამ წლის დასაწყისში, ერაყის გაზეთებში გამოქვეყნდა ასობით ცნობილი ადამიანის, მათ შორის გაეროს პროგრამის ადმინისტრატორის, ბენონ სევანის გვარი, რომლებიც ქრთამის აღებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. სევანმა უარყო ბრალდება. გენერალურმა მდივანმა მისი წარმომადგენლის არაკომპეტენტურობისა და ქრთამის აღების ბრალდების გამო, შეერთებული შტატების ყოფილი ფედერალური ბანკის თავმჯდომარის, პოლ ვოლკერის ხელმძღავნელობით, დამოუკიდებელი გამოძიება დანიშნა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ოფიციალურად შეწყდა.
XS
SM
MD
LG