Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა,

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა,
შეებრძოლოს ანტისემიტიზმის ყოველგვარ გამოვლინებას. ნიუ იორკში, ანტისემიტიზმის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, ანანმა განაცხადა: [კოფი ანანის ხმა] "ძნელია დაიჯერო, რომ ჰოლოკოსტის ტრაგედიიდან 60 წლის შემდეგ ანტისემიტიზმმა ისევ წამოყო თავი. მაგრამ აშკარაა, რომ მოწმენი ვართ ამ შემაშფოთებელი მოვლენის აღზევებისა – ახალი ფორმებითა და გამოვლინებებით. ამჯერად მსოფლიო არ უნდა გაჩუმდეს და არც შეიძლება, გაჩუმდეს." გაეროს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ანტისემიტიზმი ამა თუ იმ სახით ზოგჯერ ისეთ ქვეყნებშიც კი შეინიშნება, სადაც ებრაელები არ ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG