Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები ახალი წინადადების შეთავაზებას


შეერთებული შტატები ახალი წინადადების შეთავაზებას აპირებს ფხენიანისთვის ბირთვულ იარაღზე უარის სანაცვლოდ.

შეერთებული შტატები ახალი წინადადების შეთავაზებას აპირებს ფხენიანისთვის ბირთვულ იარაღზე უარის სანაცვლოდ.
ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს კელიმ განაცხადა პეკინში. იქ მიმდინარეობს ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ მრავალმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. კელის დეტალები არ დაუსახელებია. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების წინადადებით შესაძლოა ახალი ეტაპი დაიწყოს ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობებში. ჩრდილო კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიმ გე გვანმა თქვა: [კიმ გე გვანის ხმა]ъ"ჩვენ მზადა ვართ უარი ვთქვათ სამხედრო სფეროში ბირთვულ კვლევაზე, თუკი შეერთებული შტატები უარს იტყვის ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულ პოლიტიკაზე." ჩრდილო კორეა ამავე დროს მოითხოვს ფართო მასშტაბის ეკონომიკურ კომპენსაციას.
XS
SM
MD
LG