Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერჯერობით არ არის საბოლოოდ ნათელი


ჯერჯერობით არ არის საბოლოოდ ნათელი, როდის გაათავისუფლებს ირანის ხელისუფლება ბრიტანეთის რვა სამხედრო მეზღვაურს,

ჯერჯერობით არ არის საბოლოოდ ნათელი, როდის გაათავისუფლებს ირანის ხელისუფლება ბრიტანეთის რვა სამხედრო მეზღვაურს,
რომლებიც ორშაბათს დააპატიმრეს ირანის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლის გამო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან დღეს იუწყებოდნენ, რომ მეზღვაურები უკვე გაათავისუფლეს, მაგრამ მოგვიანებით დააზუსტეს, რომ ბრიტანელები ჯერ კიდევ დაკავებული ჰყავთ. როგორც ირანის არაბულენოვანი სატელიტური ტელეარხი "ალ-ალამი" იუწყება, როგორც ჩანს, მეზღვაურთა განთავისუფლება ხვალ მოხდება. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ირნას ცნობით, გამოძიებამ ნათელყო, რომ მეზღვაურები შეცდომით შევიდნენ სამი ნავით ირანის ტერიტორიულ წყლებში.
XS
SM
MD
LG