Accessibility links

98 ადამიანი დაიღუპა და 104


98 ადამიანი დაიღუპა და 104 დაიჭრა ინგუშეთში ორშაბათს ღამით განხორციელებული იერიშების შედეგად.

98 ადამიანი დაიღუპა და 104 დაიჭრა ინგუშეთში ორშაბათს ღამით განხორციელებული იერიშების შედეგად.
ამის შესახებ დღეს განაცხადა ინგუშეთის მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურმა თიმურ მოგუშკოვმა. ამ ინფორმაციით, დაღუპულებიდან 23 - სამოქალაქო პირი იყო, დანარჩენები - ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. 3 დაღუპულის ვინაობა ჯერ ვერ დაადგინეს. ინგუშეთსა და ჩეჩნეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ვლადიმირ იაკოვლევის ასევე დღევანდელი განცხადებით, თავდამსხმელების უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეები იყვნენ. დაკავებულია 5 ადამიანი იერიშებთან კავშირში ეჭვმიტანით. მოსკოვში კი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განმეორებით აღნიშნა, რომ ინგუშეთში დამატებით ჯარებს გააგზავნიან სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. [პუტინის ხმა] “ჩვენ გავზრდით სამხედრო წარმომადგენლობას ჩრდილოეთ კავკასიაში - გავზრდით იმ მასშტაბამდე, რომელიც საჭირო იქნება იქ მუდმივი სტაბილურობისათვის. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, ნაზრანში შინაგანი ჯარების პოლკის განთავსებაზე. დამატებითი ძალებით გავზრდით აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს”. პუტინს პირობა აქვს დადებული, რომ “გაანადგურებენ” იმათ, ვინც ინგუშეთში იერიშები განახორციელა.
XS
SM
MD
LG