Accessibility links

თეირანში გაათავისუფლეს 8 ბრიტანელი: სამხედრო


თეირანში გაათავისუფლეს 8 ბრიტანელი: სამხედრო საზღვაო ძალების მოსამსახურეები, რომლებიც 3 დღე იყვნენ ირანში დაკავებული,

თეირანში გაათავისუფლეს 8 ბრიტანელი: სამხედრო საზღვაო ძალების მოსამსახურეები, რომლებიც 3 დღე იყვნენ ირანში დაკავებული,
ამ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შესვლის ბრალდებით. ლონდონში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ მადლობა გადაუხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ქამალ ხარაზის ინციდენტის მოგვარებაში დახმარებისათვის. სამ კატერში მყოფი ბრიტანელი სამხედროები ორშაბათს დააკავეს იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ირანისა და ერაყის საზღვარი გადის. ლონდონში თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, 8 სამხედრო პირი ერაყელი მესაზღვრეების მომზადებაში მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG