Accessibility links

logo-print

ერაყში სულ ცოტა 85 ადამიანი


ერაყში სულ ცოტა 85 ადამიანი მოკლეს რამდენიმე ადგილას განხორციელებული თავდასხმებისას. დაჭრილების რიცხვი 320-ს აღწევს.

ერაყში სულ ცოტა 85 ადამიანი მოკლეს რამდენიმე ადგილას განხორციელებული თავდასხმებისას. დაჭრილების რიცხვი 320-ს აღწევს.
ამის შესახებ იუწყება ერაყის ჯანდაცვის სამინისტრო. თავდასხმების სერია წინ უსწრებს ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების მიერ ძალაუფლების ერაყის დროებითი მთავრობისათვის ჩაბარებას, რაც 6 დღეში უნდა მოხდეს.
მუსლიმანმა ექსტრემისტებმა იერიშები მოაწყეს ბაკუბაში, რამადიში, ფალუჯასა და ბაღდადში. მაგრამ ყველაზე მძიმე შედეგი მოჰყვა ძალადობას ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში. იქ რამდენიმე ბომბის აფეთქებამ 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 200-ზე მეტი დაჭრა. ძალადობის პასუხისმგებლობა იკისრეს "ჯამაათ ალ-თავჰიდმა", "ჯიჰადმა" და კიდევ ერთმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, რომელსაც აბუ მუსაბ ალ-ზარკავი ხელმძღვანელობს. ალ-ზარკავი არის იორდანიელი ექსტრემისტი, რომელსაც კავშირი აქვს ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ყაიდასთან.
XS
SM
MD
LG