Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში სეპარატისტების მთავრობამ არ შეასრულა


ცხინვალში სეპარატისტების მთავრობამ არ შეასრულა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ულტიმატუმი.

ცხინვალში სეპარატისტების მთავრობამ არ შეასრულა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ულტიმატუმი.
ლაპარაკია მოთხოვნაზე, ოსურმა მხარემ დააკავოს და ქართულ მხარეს გადაცეს დამნაშავე, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება 22 ივნისს ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნასროლი ჭურვით ხანდაზმული ქალის დაჭრის გამო. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ოქრუაშვილი სპეცოპერაციით დაიმუქრა. დღეს კი ოსი სეპარატისტების განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ იმ სპეცოპერაციის განხორციელება, რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, "ომის დაწყების" ტოლფასი იქნება. დღესვე ცხინვალში გაიმართა ოთხმხრივი შერეული კომისიის თანათავმჯდომარეთა შეხვედრა, რომელზეც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი.
XS
SM
MD
LG