Accessibility links

logo-print

სტამბოლის მერის, მუამარ გულერის ვარაუდით


სტამბოლის მერის, მუამარ გულერის ვარაუდით, დღეს აფეთქება სტამბოლში იატაკქვეშა მემარცხენე ორგანიზაციამ მოაწყო.

სტამბოლის მერის, მუამარ გულერის ვარაუდით, დღეს აფეთქება სტამბოლში იატაკქვეშა მემარცხენე ორგანიზაციამ მოაწყო.
აფეთქებამ ავტობუსში სულ ცოტა 3, ზოგი წყაროს ცნობით, 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გულერის თქმით, დიდია ალბათობა, რომ “მარქსისტული ორიენტაციის” უკანონო ორგანიზაციას ეკისრება მომხდარის პასუხისმგებლობა. მისივე ინფორმაციით, ავტობუსი, როგორც ჩანს, არ იყო ორგანიზაციის სამიზნე და ბომბი აფეთქდა მისი დანიშნულების ადგილას გადატანისას. მოგვიანებით საინფორმაციო სააგენტო "ანატოლიამ" გაავრცელა ცნობა, რომ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე დააკავეს 3 ადამიანი. დღეს უფრო ადრე მომცრო ბომბი აფეთქდა ანკარაში. ორშაბათს კი სტამბოლში იწყება ნატოს სამიტი, რომელშიც რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG