Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში 28-29 ივნისს ნატოს სამიტზე


სტამბოლში 28-29 ივნისს ნატოს სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის არის

სტამბოლში 28-29 ივნისს ნატოს სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის არის
ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობის თხოვნა, ნატომ დახმარება გაწიოს ერაყის უშიშროების ძალების აღჭურვასა და გაწვრთნაში. ამის შესახება დღეს ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იან დე ჰოპ სხეფერმა. მანვე აღნიშნა, რომ ნატო მზად არის, ხმელთაშუა ზღვაში ანტიტერორისტულ პატრულში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს რუსეთი და უკრაინა. სხეფერის თქმით, სტამბოლში ნატოს სამიტზე ამ საკითხზეც იმსჯელებენ. იუწყებიან ასევე, რომ სხეფერის თქმით, ნატომ დღეს მოიწონა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს აგვისტოში ათენის ოლიმპიურ თამაშებზე უშიშროების ზომების განმტკიცებას. ამ გეგმის განხილვა მოჰყვა საბერძნეთის მთავრობის შესაბამის თხოვნას.
XS
SM
MD
LG