Accessibility links

logo-print

დღეს ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს


დღეს ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ისინი გაწბილებულნი არიან ირანის გადაწყვეტილებით,

დღეს ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ისინი გაწბილებულნი არიან ირანის გადაწყვეტილებით,
განაახლოს ურანის გასამდიდრებელი დანადგარის წარმოება.
ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ ლონდონისთვის გაუგებარია თეირანის ეს გადაწყვეტილება. ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება "არ არის გამართლებული". ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ ისინი მოითათბირებენ თავიანთ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იმის შესახებ, თუ რა ზომებს მიმართონ ამასთან დაკავშირებით. თეირანის გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ გამოქვეყნდა გუშინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯონ ბოლტონის მიერ. თეირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებით იქნება გამოყენებული.
XS
SM
MD
LG