Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ კვირის დასაწყისში, ინგუშეთში განხორციელებული


ამ კვირის დასაწყისში, ინგუშეთში განხორციელებული შეიარაღებული იერიშების შედეგად,

ამ კვირის დასაწყისში, ინგუშეთში განხორციელებული შეიარაღებული იერიშების შედეგად,
დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა, - უმეტესად ინგუშეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა, სერგეი კორიაკოვმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ ჩეჩენ ლტოლვილთა ბანაკში მეამბოხეთა აღმოჩენისას ფედერალური ძალები უკანონოდ მოქმედებდნენ. მან განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა ძებნის ოპერაციები კანონის თანახმად ხორციელდება. მისივე განცხადებით, აქამდე მხოლოდ ორი ადამიანია დაპატიმრებული.Eინგუშეთში მდებარე ალტიევოს ლტოლვილთა ბანაკის უფროსმა, რაისა ისაევამ თქვა, რომ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ბანაკში 36 ადამიანი დააკავეს ოთხშაბათს. გადმოცემის თანახმად, ჩეჩენი ოჯახები გარბიან ინგუშეთის ბანაკიდან და ჩეჩნეთში ბრუნდებიან, რათა დაპატიმრებას დააღწიონ თავი.

XS
SM
MD
LG