Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, სტამბოლში გუშინდელ


თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, სტამბოლში გუშინდელ აფეთქებაში პასუხისმგებლობა

თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, სტამბოლში გუშინდელ აფეთქებაში პასუხისმგებლობა
27-28 წლის ქალს დააკისრა. სტამბოლის გუბერნატორმა, მუამერ გიულერმა თქვა, რომ ეს ქალი, რომელიც სხვა სამ ადამიანთან ერთად, თავადაც დაიღუპა აფეთქებისას, მარქსისტული ორიენტაციის მქონე არაკანონიერ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო იძებნებოდა. აფეთქების გამო პასუხისმგებლობა არავის უკისრია. თუმცა, გუშინ უფრო ადრე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მემარცხენე ორიენტაციის ერთ-ერთმა დაჯგუფებამ იკისრა. აფეთქება მოხდა ანკარაში, იმ სასტუმროს წინ, სადაც ჯორჯ ბუში უნდა გაჩერდეს შაბათს, სტამბოლში ნატოს სამიტზე გამგზავრების წინ. გიულერმა თქვა, რომ სამიტი ორშაბათსა და სამშაბათს ჩატარდება და მისი გადადება ან გაუქმება არ არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG