Accessibility links

logo-print

გუშინ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქში, სისტან


გუშინ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქში, სისტან ბელუჯისტანში,

გუშინ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქში, სისტან ბელუჯისტანში,
ბენზინმზიდი დაეჯახა გზისპირას გაჩერებულ სამგზავრო ავტობუსებს. გადამრჩენთა ჯგუფი ცდილობს დაღუპულთა გვამების ამოცნობას. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, "ირნას" ცნობით, 90 გვამია გამოტანილი შემთხვევის ადგილიდან, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტია. ბენზინმზიდის მძღოლმა, როგორც ჩანს, საჭეზე კონტროლი დაკარგა და შეეჯახა მგზავრებით სავსე ავტობუსებს, რომლებიც პოლიციის საკონტროლო პუნქტთან იდგნენ. ირანის გზები ერთ-ერთ ყველაზე უფრო საშიშად ითვლება მსოფლიოში. დაახლოებით 100 000 ადამიანი დაიღუპა საგზაო შემთხვევებში გასული ხუთი წლის მანძილზე.

XS
SM
MD
LG