Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძიმედ შეიარაღებული პოლიციელები კატარღებით პატრულირებენ


მძიმედ შეიარაღებული პოლიციელები კატარღებით პატრულირებენ ბოსფორის სრუტეში,

მძიმედ შეიარაღებული პოლიციელები კატარღებით პატრულირებენ ბოსფორის სრუტეში,
ხოლო ანკარაში, სადაც დუბლინიდან დღეს საღამოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩადის, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია, პოლიციელების მიერ, მთლიანად არის ალყაშემორტყმული. დღესვე ევროკავშირსი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკას სურს თურქეთი ევროკავშირის შემადგენლობაში იხილოს. თურქეთი ამაყი ქვეყანაა, რომელიც წარმატებით შეითავსებს ევროპულ იერს და ისლამურ ტრადიციებს. როგორც კი თურქეთი შეასრულებს ყველა, ევროპის კავშირის წევრობისათვის აუცილებელ პირობას, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ბლოკში თურქეთის მისაღებად." თუმცა, თურქეთში ბოლო დღეებში არ წყდება ანტიამერიკული საპროტესტო აქციები. ანკარასა და სტამბოლში რამდენიმე აფეთქებაც მოხდა, ათობით ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.
XS
SM
MD
LG