Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ორი პალესტინელი ახალგაზრდა დაიღუპა


დღეს ორი პალესტინელი ახალგაზრდა დაიღუპა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე

დღეს ორი პალესტინელი ახალგაზრდა დაიღუპა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე
ისრაელ სამხედროებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, მდებარე ქალაქ ნაბლუსში. ისრაელის ჯარისკაცების რეიდი ნაბლუსში ორი დღის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დააკავეს უცნობი, რომელიც ტერაქტის განხორციელებას გეგმავდა. ისრაელის სამხედრო სარდლობის თქმით, რეიდი მიზნად ისახავს პალესტინური დაჯგუფება "ალ-აყსის წამებულთა ბრიგადის" ექვსი აქტივისტის მოძებნას და დაკავებას. დღესვე პალესტინის ლიდერმა იასერ არაფატმ მოუწოდა ისარელს, აგვისტოში, ათენში მიმდინარე ოლიპმიური თამაშების მსვლელობის დროს მშვიდობა შეინარჩუნონ. ძველ საბერძნეთში ყველა შეიარაღებული კონფლიქტი წყდებოდა ოლიმპიური თამაშების დროს. არაფატის განცხადებით მას სურს ამ ტრადიციის აღდგენა. საპასუხოდ ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა გაიხსენა მიუნხენის 1972 წლის მოვლენები. მაშინ ოლიმპიური ასპარეზობის დროს პალესტინელი ტერორისტების თავდასხმას 11 ისრაელი სპორტსმენი შეეწირა.
XS
SM
MD
LG