Accessibility links

logo-print

ავღანეთიდან მიღებული ინფორმაციების თანახმად


ავღანეთიდან მიღებული ინფორმაციების თანახმად,


ავღანეთიდან მიღებული ინფორმაციების თანახმად,
უცნობმა შეიარაღებულმა პირმა შვიდი პოლიციელი მოკლა დასავლეთ ავღანეთში. ხუთი თალიბი პარტიზანი კი ამერიკელმა ჯარისკაცებთან შეტაკებისას დაიღუპა. ავღანეთის სამხრეთით დღეს მოძრაობა ტალიბანის ორი ლიდერი დააკავეს, 5 ბოევიკი კი შეტაკებისას იქნა მოკლული. ამერიკის სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, რომელიც ოპერაციის ჩატარებას ხელმძღავნელობდა, დაკავებულები ტალიბებს იარაღით ამარაგებდნენ და ჰუმანიტარული მისიებისა და მშვიდობისმყოფელების თავდასხმებში ღებულობდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ავღანეთში ძალადობის ახალი ტალღის აგორება მოხლოებულ არჩევნებს უკავშირდება, რომელიც სექტემბერს უნდა გაიმართოს. გასულ კვირას ტალიბებმა მოკლეს შვიდი ქალი, რომლებიც ამომრჩევლების რეგისტრაციას აწარმოებდნენ.
XS
SM
MD
LG