Accessibility links

ექვსი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


ექვსი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 12 დაიჭრა ჩეჩნეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში

ექვსი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 12 დაიჭრა ჩეჩნეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში
ჩეჩენი პარტიზანების მიერ ფედერალური ჯარების საგუშაგოებზე მომხდარი თავდასხმებისა და დივერსიული აფეთქებების შედეგად. ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ერთ-ერთ კაფესთან მომხდარ აფეთქებას ერთი სამოქალაქო პირის სიცხოცხლე შეეწირა. ოფიციალური წყაროების ცნობით, ინგუშეთში დღეს მოკლეს 22 ივნისს მომხდარი თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაგომედ ევლოევი. დაპატიმრებულია კიდევ ერთი ეჭვმიტანილი. ინგუშეთის ქალაქებზე გასული კვირის დასაწყისში მომხდარ თავდასხმების დროს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 88 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG