Accessibility links

logo-print

ვალდას ადამკუსი კვლავ აირჩიეს ლიტვის


ვალდას ადამკუსი კვლავ აირჩიეს ლიტვის პრეზიდენტად

ვალდას ადამკუსი კვლავ აირჩიეს ლიტვის პრეზიდენტად
- იტყობინება ქვეყნის ეროვნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნების მეორე ტურში, რომელიც კვირას გაიმართა, ადამკუსმა ხმათა 52 პროცენტი მიიღო, და უმნიშვნელოდ აჯობა მის უშუალო კონკურენტს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ კაზიმირა პრუნსკენეს, რომელსაც ხმათა 48 პროცენტი ხვდა წილად. 77 წლის ვალდას ადამკუსი, 1998-2003 წლებში, უკვე იყო სახელმწიფოს მეთაური. როგორც ცნობილია, ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნები ლიტვაში ვადაზე ადრე ჩატარდა. ქვეყნის წინა პრეზიდენტი როლანდას პაქსასი, კორუფციულ დანაშაულობათა გამო, პარლამენტმა თანამდებობიდან აპრილში გადააყენა.
XS
SM
MD
LG