Accessibility links

გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პირველი პრეზიდენტისწინააღმდეგ


გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პირველი პრეზიდენტისწინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა

გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პირველი პრეზიდენტისწინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა
,ხოლო მისი გარდაცვალების ფაქტზე აღძრული საქმის გამოძიება კვლავაც გრძელდება. როგორც ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ განაცხადა, წინასწარი გამოძიების ჩატარების შემდეგ, ვერ დადასტურდა ვერცერთი ფაქტი, რისთვისაც გამსახურდია პასუხისგებაში იქნა მიცემული და პირის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის და დევნის შეწყვეტის დადგენილება გამოიტანა. ზვიად გამსახურდიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 1992 წლის ოთხ იანვარს აღიძრა და მას რამდენიმე მუხლით ჰქონდა ბრალდებები წაყენებული, მათ შორის, სამშობლოს ღალატის, ტერაქტების ორგანიზების, შეიარაღებული ბანდფორმირებების შექმნის, ეთნოკონფლიქტების გაღვივებისა და სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით დატაცებისათვის.
XS
SM
MD
LG