Accessibility links

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის მიმართ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ურთიერთობა ოფიციალური თბილისისა და თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას შორის სულ უფრო იძაბება. ერთი მხრივ, საქართველოს ახალი ხელისუფლება

არ გამორიცხავს ამ აჯანყებული რეგიონისთვის ძველი სტატუსისა და სახელწოდების აღდგენას, მეორე მხრივ, იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ აღარ აპირებს სეპარატისტულად განწყობილი ჯგუფების თამაშის წესისადმი დამორჩილებას. მე ტელეფონით დავუკავშირდი ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას მის წარმომადგენელს ყოფილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, ირაკლი მაჭავარიანს, რომელიც ბოლო 8 წელიწადი სწორედ ამ კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებით იყო დაკავებულია. რამდენად შესაძლებელია ყოფილ სამხრეთ ოსეთში ნოემბრის მოვლენების გამეორება? - ეს გახლდათ ამ საუბრის ძირითადი თემა.
XS
SM
MD
LG