Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში დღეს დასრულდა ჩრდილოატლანიკური ალიანსის


სტამბოლში დღეს დასრულდა ჩრდილოატლანიკური ალიანსის სამიტი. მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოს სამხედროები გაწვთნიან ერაყის უშიშროების ძალებს.

სტამბოლში დღეს დასრულდა ჩრდილოატლანიკური ალიანსის სამიტი. მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოს სამხედროები გაწვთნიან ერაყის უშიშროების ძალებს.
გარდა ამისა დადგინდა, რომ ავღანეთში ნატო თავის ყოფნას გააფართოებს. სტამბოლში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შემდეგი განაცხადა:[ბუშს ხმა] “ნატო უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და წესრიგს ავღანეთში. ნატო დათანხმდა სუვერენული ერაყის უშიშროების ძალებს წვრთნაში დაეხმაროს, რაც ერთობ მნივშნენლოვანია ქვეყნისა და ხალხისთვის. აქ, სტამბოლში ბევრი ვიმსჯელეთ ახლო აღმოსავლეთში რეფორმებზე. რეფორმები აუცილებელია, იმიტომ, რომ ყველა იმსახურებს კარგ მთავრობას, და იმიტომ, რომ თავისუფალი ხალხისთვის ტერორი მიუღებელია”.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა თქვა, რომ ერაყის პროგრამის დამუშავებაა საჭირო. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, არ არის მომხრე ერაყელების ერაყს შიგნით გაწთნაში მიიღოს მონაწილეობა.
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მიესალმა ნატოს გადაწყვეტილებას გაიზარდოს ავღანეთში მოქმედი ნატოს ჯარი, მაგრამ იქვე მოითხოვა, რომ ეს სწრაფად, სექტემბრის არჩევნებადე უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG