Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა ცვლილებები


ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ე.წ. "დამცავი" კედლის მშენებლობის საქმეში,

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ე.წ. "დამცავი" კედლის მშენებლობის საქმეში,



რომელიც საკუთრივ ისრაელის ტერიტორიას პალესტინის თვითმმართველობის ტერიტორიისგან გამოყოფს. ისრაელმა ამ კედლის მშენებლობა წამოიწყო იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს პალესტინის მხრიდან ტერორისტი თვითმკვლელების თავის ტერიტორიაზე შეღწევა. გეგმის მიხედვით, ამ გამყოფი ბარიერის სიგრძე 680 კილომეტრი იქნება. უზენაესი სასამართლოს ცვლილება შეეხება 40-კილომეტრიანი მონაკვეთის ადგილმდებარეობას იერუსალიმის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში უხეშად ირღვევა პალესტინელთა უფლებები და რომ ეს მონაკვეთი სხვა ადგილას უნდა იქნას გადატანილი, თუნდაც ისრაელის უსაფრთხოების ხარჯზე. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იონათან პელედმა როიტერს განუცხადა, რომ მთავრობა პატივს სცემს სასამართლოს ვერდიქტს: [იონათან პელედის ხმა] "ისრაელის მთავრობა, რა თქმა უნდა, პატივს სცემს უზენაესი სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას. რადგან ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა, - ძალაუფლებათა გამიჯვნითა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით." ისრაელის სარდლობამ განაცხადა, რომ ისინი შეაჩერებენ ბარიერის მშენებლობას და ყველა იმ პალესტინელს, რომელიც ხსენებული მონაკვეთის გამო დაზარალდა, აუნაზღაურებენ ზარალს.
XS
SM
MD
LG