Accessibility links

რუსეთი ირწმუნება, რომ ორი რუსი


რუსეთი ირწმუნება, რომ ორი რუსი ჯაშუში, რომლებიც კატარში ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს,

რუსეთი ირწმუნება, რომ ორი რუსი ჯაშუში, რომლებიც კატარში ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს,
უდანაშაულონი არიან, და გააგრძელებს მცდელობას მიაღწიოს მათ გათავისუფლებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება მოჰყვა კატარის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ანატოლი ბილაშკოვი და ვასილი პოკჩოვი ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს. იანდარბიევი თებერვალში მოკლეს. ორივე ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რაც კატარში 25 წლით განისაზღვრება. ბრალდებულთა ვექილმა, დმიტრი აფანასიევმა შემდეგი განცხადება გააკეთა: [აფანასიევის ხმა]
"დაცვის მხარე შუამდგომლობით მიმართავს კატარის სახელმწიფოს - გადასცენ ბრალდებულები რუსეთის ფედერაციას, რათა მათ დანაშაული მოიხადონ გაეროსა და საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტული ნორმების შესაბამისად."ლავროვმა ჯაკარტაში განაცხადა, რომ ის პატივს სცემს კატარის სასამართლოს, მაგრამ რუსი ვექილები განაჩენს გაასაჩივრებენ. განაჩენის გამოცხადების დროს, მოსამართლემ სალეფ ალ-ნისფმა რუსეთის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი დგანან მკვლელობის უკან. რუსეთმა გამოაცხადა, რომ ეს პირები ჯაშუშები იყვნენ, რომლებიც კატარში ანტიტერორისტულ საქმეში მონაწილეობდნენ, მაგრამ მათი თავდასხმაში მონაწილეობის ფაქტი უარყო.
XS
SM
MD
LG