Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ-ოსური


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მოლაპარაკებას აღარ გამართავს რუსეთის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მოლაპარაკებას აღარ გამართავს რუსეთის
საგარეო უწყების საგანგებო დავალებათა ელჩთან მიხაილ მაიოროვთან. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მან გასცა განკარგულება, რომ საქართველოს საგარეო უწყებას აღარ ჰქონდეს ურთიერთობა მაიოროვთან, რომელმაც დღეს, პრესის წინაშე, სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ხაინდრავას კითხვაზე, თუ რომელ სახელმწიფოებს აკავშირებს როკის გვირაბი, ეს ქვეყნები არ დაასახელა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველო აფიქსირებს ფაქტს, რომ მაიოროვმა არ იცის, რომელ ქვეყნებს აკავშირებს როკის გვირაბი და "ამ ადამიანთან არ შეიძლება ნორმალური მუშაობა". ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეულ საკონტროლო კომისიაში მაიოროვს თანათავმჯდომარის პოსტი უკავია რუსეთის მხარიდან. საქართველო კატეგორიულად მოითხოვს, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, როკის გვირაბთან, რომელიც თბილისის მიერ არაკონტროლირებად სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე გადის, გაიხსნას საკონტროლო პუნქტი, რათა აღიკვეთოს ქვეყანაში კონტრაბანდის შედინება.
XS
SM
MD
LG