Accessibility links

logo-print

ისრაელის სამხედრო შენაერთებმა, ტანკებისა და


ისრაელის სამხედრო შენაერთებმა, ტანკებისა და შვეულმფრენების მხარდაჭერით,

ისრაელის სამხედრო შენაერთებმა, ტანკებისა და შვეულმფრენების მხარდაჭერით,
ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში. ორმხრივ სროლაში დაიღუპა ორი პალესტინელი, ერთ-ერთი მათგანი ცხრა წლის ბიჭია, რომელიც, მიღებული ცნობების თანახმად, ფეხბურთს თამაშობდა, როცა ტყვიამ იმსხვერპლა. 35 ადამიანი დააპატიმრეს. ისრაელმა ჯარისკაცებმა კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს მეორე ოპერაციის მსვლელობისას, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ იერიქონში 20-მდე პალესტინელი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილი არიან ისრაელის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობაში.
XS
SM
MD
LG