Accessibility links

დღეს რუსეთის გადასახადებისა და მოსაკრებლების


დღეს რუსეთის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრომ ნავთობკომპანია "იუკოსს" წაუყენა

დღეს რუსეთის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრომ ნავთობკომპანია "იუკოსს" წაუყენა
ახალი პრეტენზიები, რომელთა მოცულობა სამ მილიარდ 400 მილიონ დოლარს შეადგენს. სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ახლა საუბარია საფინანსო დარღვევებზე, რომელიც კონცერნის ხელმძღვანელობამ 2001 წელს ჩაიდინა. დღესვე, უფრო ადრე, "იუკოსს" მოსთხოვეს, ხუთი დღის მანძილზე დაფაროს 2000 წლის დავალიანება, რომელიც თითქმის სამმილიარდნახევარ დოლარს აღწევს. როგორც კი ცნობილი გახდა, რომ "იუკოსს" ახალი საგადასახადო პრეტენზიები წაუყენეს, კომპანიის აქციების ფასი სულ რამდენიმე წუთის მანძილზე 12 პროცენტით დაეცა.
XS
SM
MD
LG