Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა,

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა,
რომელიც მოსკოვში იმყოფება, აცხადებს, რომ საქართველო და რუსეთი უახლოვდებიან "ჩარჩო- ხელშეკრულების" ხელმოწერას. დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე ხაინდრავამ აღნიშნა, რომ "ჩარჩო-ხელშეკრულებასთან" დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე გავლენას არ იქონიებს სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარება და საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანასთან დაკავშირებული პრობლემები. პირველი "ჩარჩო-ხელშეკრულება" რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ იქნა 1994 წელს. საქართველოს პარლამენტმა ამ დოკუმენტს რატიფიკაცია გაუკეთა, ხოლო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ეს არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG