Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს


ევროკომისიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 4 მილიონ 650 ათას ევროს გადასცემს დახმარების სახით,

ევროკომისიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 4 მილიონ 650 ათას ევროს გადასცემს დახმარების სახით,
რათა ხელი შეუწყოს მისი რეფორმების განხორციელებას კანონის აღსრულების სფეროში. დახმარება გათვალისწინებულია ევროკავშირის სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში. ევროკომისიის ეს განცხადება მოჰყვა გასული თვის გადაწყვეტილებას საქართველოში ევროკავშირის ექსპერტების გაგზავნის შესახებ. ექსპერტებმა თვალყური უნდა ადევნონ რეფორმებს პოლიციისა და სასამართლო სისტემაში. ევროკომისიის წარმომადგენელმა ემა უდვინმა თქვა, რომ ეს თანხა, სხვასთან ერთად, პენიტენციალური სისტემის რეფორმებსაც მოხმარდება. [ემა უდვინის ხმა] "ჩვენ ვცდილობთ დახმარება გავუწიოთ საქართველოს ახალ მთავრობას რეფორმების გატარებაში რამდენიმე ძალზე მნიშვნლოვან სფეროში, როგორიცაა პენიტენციალური სისტემის რეფორმა, თავდებით გათავისუფლების შემოღება და მთელი რიგი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცვლილებები ისეთ უწყებებში, როგორიცაა, იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის საბჭო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო". ეს თანხა მოხმარდება აგრეთვე საპარლამენტო და საარჩევნო რეფორმების დაფინანსებას. უდვინის თქმით, ეს დახმარება "საწყისი ინვესტიციაა", რომელსაც შემდგომში ევროკავშირის ბიუჯეტის სხვა ფონდებიდანაც მოჰყვება უფრო მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, რომელთა დაუყოვნებლივ გამოყოფა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG