Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მეამბოხეებმა ორი თურქი მძევალი


ერაყში მეამბოხეებმა ორი თურქი მძევალი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია,

ერაყში მეამბოხეებმა ორი თურქი მძევალი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია,
რომელშიც ეს ორი ადამიანი მუშაობდა, მათ შეპირდა, რომ შეწყვეტდა თანამშრომლობას ამერიკის სარდლობასთან. ეს ორი მძევალი გასულ თვეს იყვნენ გატაცებულნი. დღეს, უფრო ადრე, მეამბოხეებმა რაკეტები დაუშინეს ორ სასტუმროს ბაღდადის ცენტრში, სადაც ჩვეულებრივ, უცხოელები ჩერდებიან. პოლიციისა და თვითმხილველების თანახმად, ერთი რაკეტა სასტუმრო "შერატონის" მეათე სართულზე აფეთქდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ. ექსტრემისტების ეს აქცია მოჰყვა სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესს, რომელიც გუშინ დაიწყო და რომელზეც ყოფილ დიქტატორს ქურთების წინააღმდეგ მომწამლავი გაზის გამოყენება და 1990 წელს ქუვეითში შეჭრა წაუყენეს ბრალდებად. ჰუსეინმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა მისთვის წაყენებული ბრალდებებისთვის და სასამართლო პროცესს "სპექტაკლი" უწოდა.

XS
SM
MD
LG