Accessibility links

logo-print

მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს ავღანეთში


მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს ავღანეთში,

მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს ავღანეთში,
ურუზგანის პროვინციაში, რომელიც მოჰყვა გაეროს გუშინდელ განცხადებას სექტემბერში დაგეგმილი არჩევნების მოსალოდნელი გადადების შესახებ. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ რომ მთავრობას მისი ჩატარებისთვის საკმარისი ფული არ გააჩნია. დღეს, ამერიკისა და ავღანეთის ჯარებსა და თალიბებს შორის მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებაში დაიღუპა ხუთი მეამბოხე. შვიდი ტყვედ აიყვანეს. ამასთანავე, სამი ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა სამთავრობო შენობაზე განხორციელებული იერიშისას დეჰ რავუდში. ეს აქცია თალიბებს ედებათ ბრალად.
XS
SM
MD
LG