Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სარდლობის განცხადებით


ამერიკის სარდლობის განცხადებით,

ამერიკის სარდლობის განცხადებით,
დღეს სამი ჯარისკაცი დაადანაშაულეს ერაყელი მოქალაქის დახრჩობის გამო. ერაყელი აიძულეს გადამხტარიყო ხიდიდან მდინარე ტიგროსში, ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში. მსგავსი დანაშაული ედება ბრალად კიდევ ერთ ამერიკელ ჯარისკაცს. მანაც აიძულა ერთ-ერთი ერაყელი მოქალაქე გადამხტარიყო ხიდიდან. ეს ადამიანი გადარჩა. ბრიტანელი ჯარისკაცი წარდგება სასამართლოს წინაშე, გასულ სექტემბერს 13 წლის ერაყელი ბიჭის ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლის ბრალდებით. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბიჭი არ მომკვდარა. მომხდარის შესახებ სხვა კომენტარზე სამინისტრომ უარი თქვა.
XS
SM
MD
LG