Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით


სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაიწყო არაბთა შეიარაღებული რაზმების განიარაღება დარფურის რეგიონში.

სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაიწყო არაბთა შეიარაღებული რაზმების განიარაღება დარფურის რეგიონში.
დარფურში ამ რაზმების შავკანიან მოსახლეებზე თავდასხმებს მოჰყვა ის, რასაც გაერო მსოფლიოში ამჟამად უდიდეს ჰუმანიტარულ კრიზისს უწოდებს. ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში აფრიკის კავშირის სამიტში მონაწილეობისას სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ოსმან ისმაილმა საინფორმაციო სააგენტო "რეიტერსს" უთხრა, რომ მთავრობა რეალურ წინსვლას აღწევს განიარაღების საკითხში. როგორც იუწყებიან, აფრიკის კავშირი დარფურში სამშვიდობო ჯარების გაგზავნის საკითხსაც განიხილავს.
XS
SM
MD
LG