Accessibility links

ოქტომბერში თბილისს რუსეთის პრეზიდენტი ეწვევა


ოქტომბერში თბილისს რუსეთის პრეზიდენტი ეწვევა და გაფორმდება რუსეთ-საქართველოს "ჩარჩო-ხელშეკრულება",

ოქტომბერში თბილისს რუსეთის პრეზიდენტი ეწვევა და გაფორმდება რუსეთ-საქართველოს "ჩარჩო-ხელშეკრულება",
მანამდე კი სავიზო რეჟიმი გამარტივდება. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "მედია-ნიუსი". მისივე ინფორმაციით მოსკოვში მხარეებმა მიაღწიეს ერთსულოვნებას ცხინვალის რაიონში საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილი 25 წუთის ნაცვლად 1,5 გაგრძელდა. მასზე ისაუბრეს ასევე ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე. დღეს მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.
XS
SM
MD
LG