Accessibility links

logo-print

საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ხმაურიანი სტარტი უკრაინაში


ევროპის ცენტრალურ ნაწილში მდებარე უკრაინა,

რომლის მოსახლეობა 48 მილიონს აღწევს, მომდევნო სამი თვის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღების ცენტში იქნება. გასულ კვირას უკრაინაში სტარტი აიღო საპრეზიდენტო არჩვენებისა კამპანიამ, რომლის დროსაც პარტიები თავდაპირველად თავიანთ კანდიდატებს ვენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგენენ. ხოლო ოქტომბრის ბოლოსათვის კი უკრაინის მოსახლეობას არა მხოლოდ ახალი პრეზიდენტის, არამედ ახალი პოლიტიკური კურსის არჩევა მოუწევს. მიმომხილველთა შეფასებით,უკვე დღეისთვისაც ნათელია, რომ ძირითადი ბრძოლა ოპოზიციის რეფორმატორ ლიდერ ვიქტორ იუშჩენკოსა და პერზიდენტ კუჩმას მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის გაიმართება. და რაც ძალზე ნიშანდობლივია, უკრაინის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მძაფრი დაპირისპირების კონტექსტში აქცენტი ხშირად ქართული "ვარდების რევოლუციის" სცენარზე კეთდება.


გასულ კვირას, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხედებული საპრეზიდენტო მარათონის დაწყების მეორე დღესვე, უკრაინის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა, 54 წლის ვიქტორ იუშჩენკომ, თავის მომხრეებს კიევის ცენტრში დაგეგმილ მიტინგზე მოუყარა თავი. "166 დღის შემდეგ იუშენკო უკრაინის პრეზიდენტი იქნება", სკანდირებდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატის ათასობით მხარდამჭერი. თავის მხრივ კი ბლოკ "ჩვენი უკრაინის" ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო მომხრეებს ხალხის ხელისუფლებას, თანსაწორობას და კორუმპირებული მოხელეების ალაგმვას ჰპირდებოდა.

[ვიქტორ იუშენკოს ხმა] "მთავრობა ხალხისათვის იმუშავებს, კორუფციას ბოლო მოეღება, კანონის წინაშე ყველანი თანასწორი იქნება, ბანდიტები კი ციხეში წავლენ."

ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც 2000-2001 წლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყო, უფრო ადრე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი ეკავა, დიდი პოპულარობით სარგებლობს უკრაინის მოსახლეობაში. გერმანულ გაზეთ "ველტის" თანახმად, უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში იუშენკოს მხარს ელექტორატის 23 პროცენტი დაუჭერს, პრეზიდენტ კუჩმას მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩს კი გამოკითხულთა მხოლოდ 16 პროცენტი ემხრობა. ძირითადი მეტოქის მსგავსად, კვირის დასაწყისში, პირველი წინასაარჩევნო მოწოდება გააკეთა, ვიქტორ იანუკოვიჩმაც, რომელიც თვლის, რომ იგი გამოწვევის წინაშე თავად ბედისწერამ დააყენა.


[ვიქტორ იანკოვიჩის ხმა] " ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ ბედისწერამ გამოწვევის წინაშე დამაყენა. და მე გადავწყვიტე მიმეღო ეს გამოწვევა, მე ვგრძნობ საკუთარ თავში ძალას, შესაძლებლობას და მე ეს მსურს."

მაგრამ სინამდვილეში "ბედისწერის გამოწვევა" არაფერ შუაშია. როგორც ცნობილი უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმერ პოლოხალო ფიქრობს იანუკოვიჩი საპრეზიდენტო მარათონში, ადმინისტრაციული რესურსისა და ე.წ. "დონეცკელი ოლიგარქების კლანის" კარნახით ჩაება და სწორედ ამ ორ ინსტიტუტზე იქნება დამოკიდებული პრეზიდენტ კუჩმას ფავორიტის მომავალი წარმატება. ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუში, ვლადიმერ პოლოხალომ დაასახელა კიდევ რამდენიმე ფაქტორიც, - არჩევენების გაყალბების ტექნოლოგია და მთავრობის მიერ კონტოლირებადი უკრაინული მას-მედია, რაც სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ დიდი ხანია მუშაობს.

[ვლადიმერ პოლოხალოს ხმა] "საქმე ისაა, რომ უკრაინაში ძირითადი მას-მედია ან უშუალოდ ხელისუფლების, ან ფინანსურ-პოლიტიკური კლანების მიერ კონტროლდება, ისინი კი თავის ფართობს არა ვიქტორ იუშჩენკოს, არამედ სახელისუფლებო კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის აგიტაციისთვის გამოიყენებენ, რაც უკვე დაწყებულია. ის, რომ სსსაპრეზიდენტო არჩევენებზე უკრაინაში ბინძურ მანიპულაციებს ექნება ადგილი, ამაში ეჭვი არათუ ექსპერტებს, არამედ უფრო ფართო საზოგადოების წარმომადგენლებსაც არ ეპარებათ ეჭვი."

როგორც ირკვევა, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მოსახდენად, კონტროლირებადი მას-მედია ხშირად თბილისში მომხდარი "ვარდების რევოლუციის" თემით მანიპულირებს. ვლადიმერ პოლოხალოს თქმით, უკრაინის ოფიციოზი ვიქტორ იუშჩენკოვს ადარებს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ნაციონალისტად და რადიკალურად მოაზროვნე პოლიტიკოსად გამოჰყავს.

[ვლადიმერ პოლიხალოს ხმა] "მანიპულატიური ტექნოლოგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კონტროლირებადი უკრაინული მას-მედია ცდილობას საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი დახატოს როგორც ავტორიტარული ნაციონალისტი, რომელსაც არ ძალუძს კომპრომისებზე წასვლა, რომელიც შორს დგას დემოკრატიულ ფასეულობათაგან. ანალოგიურად შემთხვევასთან გვაქვს საქმე ვიქტორ იუშჩენკოსთან დაკავშირებითაც. ცდილობენ იგიც წარმოაჩინონ, როგორც ნაციონალისტი და ექსტრემისტი, რომელიც მხოლდო დასაველთ უკრაინაზეა ორიენტირებული."


მაგრამ ადმინისტარციული რესურსისა და კონტროლირებადი მას-მედიის სრული მობილიზების მიუხედავადაც კი, ბლოკ "ჩვენი უკრაინის" ლიდერ ვიქტორ იუშენკოს უპირატესობები ეჭვს არ იწვევს. პროდასავლური იმიჯის მქონე რეფორმატორმა ჯერ კიდევ 48 მილიონიანი ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მუშაობის დროს მოიხვეჭა პოპულარობა. პოლიტოლოგ ვლადიმერ პოლოხალოს დაკვირვებით, იუშენკოვი ებრძოდა მყოფ ოლიგარქიულ კლანებს და მაიღწია იმას, რომ მილიონობით უკრაინელს დროულად მიეღო ხელფასი. იუშენკოს ლიდერობით მოქმედმა ბლოკმა "ჩვენმა უკრაინამ" კი 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 24 პროცენტით გაიმარჯვებას მიაღწია. ნიშანდობლივია, რომ სარეზიდენტო არჩევნების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, იუშენკოვს მიემხრო ქარიზმატული ლიდერი, ყოფილი ვიცე-პრემიერ იულია ტიმოშენკო, რაც პოლიტოლოგ ვლადიმერ პოლოხალოს თქმით ბლოკ "ჩვენი უკრაინის"ლიდერის რეიტინგს კიდევ რამდენიმე პროცენტით მაღლა სწევს.

[ ვლადიმერ პოლიხალოს ხმა] "სხვაგვარად რომ ვთქვათ, იულია ტიმოშენკოსთან ბლოკში, რომელსაც ეწოდება "ხალხის ძალა", ვიქტორ იუშენკოს უკვე დღეს შეუძლია ჰქონდეს ამომრჩეველთა ერთი მესამედის იმედი."

დაბოლოს, უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით დაინტერესებულია, როგორც დასავლეთი, ისე რუსეთის. ამ ორივე ვექტორს უკრაინულ პოლიტიკაში სრულად გამოხატავს პრეზიდენტობის ორივე რეალური კანდიდატი. მაშინ, როცა ვიქტორ იუშენკო დასაველთის ფავორიტად მიიჩნევა, ლეონიდ კუჩმას მემეკვიდრედ დასახელებული ვიქტორ იანუკოვიჩს, პოლიტოლოგ ვლადიმირ პოლოხალოს თქმით, უკრაინაში რუსეთის ინტერესების გამტარებელს უწოდებენ.
XS
SM
MD
LG