Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ცხინვალსა და საქართველოს დანარჩენ


დღეს ცხინვალსა და საქართველოს დანარჩენ რეგიონებს შორის აღდგა საავტომობილო მიმოსვლა,

დღეს ცხინვალსა და საქართველოს დანარჩენ რეგიონებს შორის აღდგა საავტომობილო მიმოსვლა,
რომელიც 26 ივნისს შეწყდა სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცალმხრივი გადაწყვეტილებით. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა საქართველოს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ხვიჩა საბაშვილმა. მოძრაობა აღდგენილია როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი ავტომანქანებისათვის. საბაშვილის თქმით, მოხსნილია ოსური მხარის მიერ მოწყობილი ყველა საგუშაგო, რომლებიც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა. სამხრეთი ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, საავტომობილო მოძრაობის აღდგენა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG