Accessibility links

ქართველმა მწერლებმა და ხელოვნების სხვადასხვა


ქართველმა მწერლებმა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში,

ქართველმა მწერლებმა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში,
საბერძნეთის საელჩოს წინ, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკისა და ძველი ქართული წარწერების დაზიანების გამო. აქციის მონაწილეთა თქმით, მომხდარისთვის პასუხი უნდა მოეკითხოს ჯვრის მონასტრის სასულიერო ხელმძღვანელობას, რადგან მათი ნებართვის გარეშე ტაძარში ვერავინ შევიდოდა. იერუსალიმის ჯვრის მონასტერი საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაშია. შოთა რუსთაველის ფრესკისა და წარწერის დაზიანების გამო, კვირას პროტესტი გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მომხდარს "ვანდალიზმი" უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქი ირინეოსი ამ ფაქტს სათანადო ყურადღებას მიაქცევს.
XS
SM
MD
LG