Accessibility links

logo-print

ამერიკელი მულტიმილიონერი ჯორჯ სოროსი ისურვებდა


ამერიკელი მულტიმილიონერი ჯორჯ სოროსი ისურვებდა საქართველოში მომხდარი “ვარდების რევოლუცია” შუა აზიის ქვეყნებში

ამერიკელი მულტიმილიონერი ჯორჯ სოროსი ისურვებდა საქართველოში მომხდარი “ვარდების რევოლუცია” შუა აზიის ქვეყნებში
- ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში თურქმენეთსა და უზბეკეთშიც განმეორებულიყო.
ამის შესახებ სოროსმა გაზეთ “ლოს ანჯელეს ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი მხარს უჭერს ამ რეგიონში დემოკრატიულ რეფორმებს. მულტიმილიონერმა დასძინა, რომ ამჟამად რეალისტურად არ მიაჩნია ქართული სცენარის გამეორების შესაძლებლობა შუა აზიაში, რადგან განსხვავებული პირობების გამო, “ღია საზოგადოების” ჩამოყალიბების პროცესი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად უნდა წარიმართოს. “ლოს ანჯელეს ტაიმსის” მონაცემებით, სოროსის ფონდმა, 2003 წელს, შუა აზიის ხუთ ქვეყანაში რეფორმების მხარდასაჭერად დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დახარჯა.
XS
SM
MD
LG