Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ისრაელს მოუწოდა, დააჩქაროს პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების დემონტაჟი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ისრაელს მოუწოდა, დააჩქაროს პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების დემონტაჟი.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მზადყოფნა გამოთქვა, გააუქმოს დასახლებები, რომლებიც 2001 წლის შემდეგ შეიქმნა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვან შალომმა დღეს, ვაშინგტონში, პაუელს უთხრა, რომ დასახლებების დემონტაჟი უკვე დაწყებულია. დღესვე პალესტინელთა ტერიტორიებზე მომხდარ შეტაკებებში შვიდი ადამიანი დაიღუპა. მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში, ორმხრივი სროლის შედეგად, ოთხი პალესტინელი მეამბოხე და ერთი ისრაელი ჯარისკაცი დაიღუპნენ. ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ისრაელმა სამხედროებმა ექსტრემისტული დაჯგუფების წევრი ორი შეიარაღებული პალესტინელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG