Accessibility links

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ


მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში, ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა მოკლეს პალესტინელთა

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში, ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა მოკლეს პალესტინელთა
ექსტრემისტული დაჯგუფების, "ალ აყსას მარტვილთა ბრიგადების" აქტივისტი. ღაზის სექტორში, მანქანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიჭრა სამი პალესტინელი. როგორც ჩანს, შემთხვევით ამოქმედდა მანქანაში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამასობაში გაეროს, ევროპის კავშირის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები, პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ჩიხიდან გამოყვანის გზებზე მსჯელობენ. დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ შუამავალთა ე.წ.-მა "კვარტეტმა" პალესტინელთა ლიდერებს მოუწოდა, უფრო აქტიურად იზრუნოს ექსტრემისტული ჯგუფების ალაგმვაზე.
XS
SM
MD
LG