Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, სენატორი ჯონ კერი დღეს,

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, სენატორი ჯონ კერი დღეს,
პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში, თავის მხარდამჭერთა წინაშე პირველად წარდგა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან, 51 წლის სენატორ ჯონ ედვარდსთან ერთად. შეკრებილთ კერიმ უთხრა, რომ ის და სენატორი ედვარდსი ყოველ ღონეს იხმარენ, რათა შეერთებული შტატები კვლავ იქცეს პატივცემულ და გავლენიან ქვეყნად. 2 ნოემბრის არჩევნებში კერი და ედვარდსი რესპუბლიკელების - პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის მთავარი მეტოქეები იქნებიან.
XS
SM
MD
LG