Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სახელზე


უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სახელზე გაგზავნილ წერილში ადამიანის

უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სახელზე გაგზავნილ წერილში ადამიანის
უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ტელეჟურნალისტ იგორ ალექსანდოვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთათვის სამართლიანი სასამართლო პროცესი უზრუნველყონ. ალექსანდროვი, რომელიც დონეცკის ერთ-ერთ ტელეარხს ხელმძღვანელობდა, 2001 წლის ივლისში სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი ტელეარხის ეთერში ხშირად უჩვენებდნენ მასალებს ორგანიზებული დანაშაულისა და სახელისუფლო ორგანოებში გამეფებული კორუფციის შესახებ. ჟურნალისტზე თავდასხმის ეჭვით დაკავებულ იქნა ათი ადამიანი. მაგრამ სასამართლო პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. უფლებადამცავთა მტკიცებით, პროცესის დაწყებას ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს.
XS
SM
MD
LG