Accessibility links

logo-print

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებულმა


სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებულმა შენაერთებმა დღეს დილით

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებულმა შენაერთებმა დღეს დილით
საქართველოს მიერ კონტროლირებადი სოფელი ფრისი დაიკავეს და იქ პოზიციებს იმაგრებენ. ამის შესახებ, ლიახვის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ ვახტანგაშვილზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. ამავე ცნობის თანახმად, ფრისში გამაგრებულმა ოსებმა დიდი და პატარა ლიახვის ხეობათა სოფლების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დანგრევა დაიწყეს. პარლამენტარის განცხადებით, თუ ოსური ფორმირებები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს არ დატოვებენ, გამორიცხული არ არის, შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყოს.
XS
SM
MD
LG