Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "პროვოკაციად" აფასებს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "პროვოკაციად" აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ,

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "პროვოკაციად" აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ,
წუხელ, რუს მშვიდობისდამცველთა მანქანების დაკავებას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ყველა ქმედება შეთანხმებული უნდა იყოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობასთან, შერეულ საკონტროლო კომისიასთან; ამ ღონისძიების შესახებ კი ინფორმირებული არ ყოფილა არც ერთი შესაბამისი სტრუქტურა. წუხელ, სოფელ ქურთასთან, ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალის მიმართულებით მიმავალი 9 სატვირთო ავტომანქანა, რომელთაგან ორი იარაღით იყო დატვირთული.
XS
SM
MD
LG