Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული


საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დირექტორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დირექტორი
თამილა მგალობლიშვილი დღეს ისრაელში გაემგზავრა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის დაზიანებასთან დაკავშირებულ გარემოებათა შესასწავლად. მგალობლიშვილმა, რომელიც იერუსალიმის მუდმივმოქმედი ექსპედიციის ხელმძღვანელიც არის, პრაიმ-ნიუსის სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ მას შეხვედრა ექნება იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქ ირინეოსთან და მომხდარში მას დასდებს ბრალს, რადგან ქართული მონასტრები დღეს მათ საკუთრებაშია. მგალობლიშვილის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სიძველეთა დეპარტამენტის და არქეოლოგიური პოლიციის წარმომადგენლებთანაც, ასევე იმ ოთხი უნივერსიტეტის მეცნიერებთან, რომლებმაც ამ ათიოდე წლის წინათ ისრაელში ქართული კულტურის კვლევის ხელშემწყობი საზოგადოება შექმნეს და უკვე გამოთქვეს პროტესტი შოთა რუსთაველის ფრესკის დაზიანების გამო. თამილა მგალობლიშვილის თქმით, შოთა რუსთაველის ფრესკა ისეა დაზიანებული, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG