Accessibility links

logo-print

ისრაელის ჯარსიკაცებმა სულ ცოტა 7


ისრაელის ჯარსიკაცებმა სულ ცოტა 7 პალესტინელი მოკლეს ღაზის სექტორის ქალაქ ბეით ჰანუნში შეტაკებებისას.

ისრაელის ჯარსიკაცებმა სულ ცოტა 7 პალესტინელი მოკლეს ღაზის სექტორის ქალაქ ბეით ჰანუნში შეტაკებებისას.
ისრაელის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, მოკლულებს შორის არიან 3 ექსტრემისტი და ერთი 35 წლის ქალი, მძიმედ დაიჭრა ისრაელის ერთი ჯარისკაცი. ისრაელის ჯარები 10 დღეა ახორციელებენ ოპერაციებს ბეით ჰანუნში, რომელიც ისრაელს ესაზღვრება. ოპერაციები მიმართულია იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც კუსტარული წესით დამზადებულ რაკეტებს ისრაელში დასახლებებს ესვრის. სამხრეთ ღაზის სექტორში კი ისრაელის დაჯავშნული ავტომანქანები და ბულდოზერები შეიჭრნენ ლტოლვილთა ბანაკში და დაანგრიეს 25-ზე მეტი სახლი. დაიჭრა სულ მცირე 4 პალესტინელი. ღაზის სექტორში ძალადობამ იმატა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა, რომ აპირებს ღაზიდან, აგრეთვე მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ზოგი დასახლებიდან ებრაელი მოსახლეების ევაკუაციას.
XS
SM
MD
LG