Accessibility links

logo-print

ცხინვალის შემოვლით გზაზე, რომელიც დიდი


ცხინვალის შემოვლით გზაზე, რომელიც დიდი ლიახვის ქართულ სოფლებს გორის რაიონთან აკავშირებს, ხუთშაბათს საღამოს რუსი მშვიდობისდამცველები ჩადგნენ.

ცხინვალის შემოვლით გზაზე, რომელიც დიდი ლიახვის ქართულ სოფლებს გორის რაიონთან აკავშირებს, ხუთშაბათს საღამოს რუსი მშვიდობისდამცველები ჩადგნენ.

ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი". მანამდე, ხუთშაბათს საღამოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ცხინვალის რეგიონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ გზაზე პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს და რამდენიმე ქართველი სამხედრო დაჭრილია. ხუთშაბათს გამთენიისას ოსების 200-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ქართულ სოფელ ვანათში შეიჭრა და მძევლად აიყვანა საქართველოს შინაგანი ჯარის 50-მდე წარმომადგენელი. ისინი ცხინვალში ჩაიყვანეს. ამ იცნიდენტის შემდეგ სოფელ ვანათში რუსეთის სამშვიდობო ძალები ჩადგნენ. რაც შეეხება 50 ქართველს, ისინი, როგორც იუწყებიან, ცხინვალში დააჩოქეს ტელეკამერების წინ. ამ ინციდენტს მოჰყვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, გია ბარამიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები, რომ სეპარატისტების მეთაურ, ედუარდ კოკოითს "ანანებენ" ქართველი ტყვეების დაჩოქებას. მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ (ის ხუთშაბათს ცხინვალის რეგიონში აწარმოებდა მოლაპარაკებას ქართველი მძევლების გათავისუფლებაზე) აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება ყველა მძევლის გამოშვებაზე. მისი განცხადებით, მძევლებს პარასკევს დილით გაათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG