Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის


აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის 500 გვერდიან ანგარიშში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის 500 გვერდიან ანგარიშში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და
დაზვერვის სხვა უწყებები დადანაშაულებული არინ, რომ იძლეოდნენ არაკორექტულ ვარაუდებს ერაყის პოტენციალის შესახებ მისი მასობრივი განადგურების იარაღის თაობაზე ომის წინ. კომიტეტმა გამოიძია მოვლენები, რომელიც ომს წინ უძღოდა. ანგარიშში ცენტრალური სადაზვერვო სამსახური და მისი შეფი ჯორჯ ტენეტი, რომელიც ტოვებს უწყებას, დადანაშაულებულია იმაში, რომ თეთრ სახლს აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და საგანგაშო დასკვნებს, რომელსაც არ ემთხვეოდა სხვა დაზვერვის მასალები. აი, რა თქვა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ პეტ რობერტსმა: [რობერტსის ხმა] “ომის წინ, დაზვერვა პრეზიდენტ ბუშს, კონგრესს და საზოგადოებას აუწყებდა, რომ სადამ ჰუსეინს ჰქონდა ათი წელიწადი ქიმიური, ბიოლოგიური, და მართალია დაუდასტურებელი, მაგრამ შესაძლო ბირთვული იარაღი. დღეს ვიცით, რომ ეს ცნობები იყო მცდარი, და ჩვენი გამოკვლევაც გიჩვენებთ, იყო უსაფუძვლო, და მათ არ ეთანხმებოდა დაზვერვის არსებული დასკვნები”.
ცნობის თანახმად, ანგარიშის ავტორებმა ვერ მიაგნეს ვერც ერთ საბუთს, რომელიც დაადასტურებდა ბუშის ადმინისტრაციის ზეწოლას პოლიტიკური მიზნებით შეეცვალათ დაზვერვის უწყებებს თავიანთი ინფორმაცია. კომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯონ როკფელერმა თქვა, რომ ამის შესახებ მომდევნო ანგარიშში ილაპარაკებენ. როკფელერმა ბრალად დადო თეთრ სახლს იმაში, ხშირად აკეთებდა განცხადებებს, რომელშიც ჩანდა, რომ ომის დაწყება უკვე გადაწყვეტილი იყო.
XS
SM
MD
LG