Accessibility links

logo-print

იმ შემთხვევაში, თუ იმპერიულმა ინსტიქტებმა


იმ შემთხვევაში, თუ იმპერიულმა ინსტიქტებმა გაიმარჯვა და სერიოზულმა ძალებმა გადაწყვიტეს 1992 წლის განმეორება, მათ დახვდებათ ერთ მუშტად შეკრული ქვეყანა

იმ შემთხვევაში, თუ იმპერიულმა ინსტიქტებმა გაიმარჯვა და სერიოზულმა ძალებმა გადაწყვიტეს 1992 წლის განმეორება, მათ დახვდებათ ერთ მუშტად შეკრული ქვეყანა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შაბათს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გამართულ ცერემონიალზე მიმართა რუს ხალხს და განაცხადა, რომ მის მიერ იანვარში რუსეთისთვის სამეგობროდ გაწვდილი ხელი ჯერჯერობით ისევ ჰაერშია და არავის უფიქრია მის ჩამორთმევაზე. ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, მას კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან - ვლადიმერ პუტინთან. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იმპერიულმა ინსტიქტებმა გაიმარჯვა და სერიოზულმა ძალებმა გადაწყვიტეს 1992 წლის განმეორება, მათ დახვდებათ არა 1992 წლის საქართველო, როდესაც ქართველები ერთმანეთს ეომებოდნენ - არამედ ერთ მუშტად შეკრული ქვეყანა, თქვა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,პროვოკაციული" უწოდა რუსეთის სახელმწიფო დუმის განცხადებას, რომელშიც რუსი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთში ვითარების დესტაბილიზებას ახდენს. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს კონფლიქტის ზონაში 3000 ათასი ქართველი სამხედროა შეყვანილი. საქართველოს პერზიდენტი მოსკოვში მოსალპარაკებლად უშიშროების საბჭოს მდივნის გაგზავნას აპირებს.
XS
SM
MD
LG